www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბრედფილდი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა "ბრედფილდი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
** საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური თვის, კვარტლის და წლის სისტემური დახურვის კოორდინაცია, კონტროლი და მართვა
** ფინანსური უწყისების წარმოება და ანალიზი
** თვის დახურვის დროს დეპარტამენტებთან ხარჯების გავლა, ანალიზი ბიუჯეტთან მიმართებაში და მენეჯმენტთან გავლა
** წლის ბიუჯეტირებისა და რევიზიის პროცესის კოორდინაცია, ანალიზი და შეთანხმება
** ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ინფორმაციის მიწოდება, პროცესის მართვა, საკითხების მენეჯმენტთან შეთანხმება
** ყოველკვირეული, თვის და წლის "ქეშ ფლოუს" დაგეგმარება და ანალიზი
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი
** შესყიდვების დეპარტამენტში მიმდინარე პროცესების ფინანსური ანალიზი, პირობების და ფასების მონიტორინგი
** ექსპორტის და ადგილობრივი გაყიდვების ფინანსური ანალიზი: შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით გაყიდვების გეგმის შედგენა, რეალიზაციის მოცულობების დადგენა, საერალიზაციო ფასის დადგენა, რეალიზაციის პირობების დადგენა
** საწარმოს KPI ანალიზი, წარმოების ეფექტურობის კონტროლი და ანალიზი
** ინვენტარიზაციის პროცესის მართვა, გადახარების ანალიზი და კონტროლი
** საოპერაციო/ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი და კონტროლი: თვითღირებულება, შრომითი ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები, ლაბორატორიული ხარჯები და ა.შ.
** საგადასახადო აუდიტის პროცესის მართვა, აუდიტორისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** ფინანსურ აუდიტის პროცესის მართვა, აუდიტორისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** ბუღალტრული აღრიცხვის საქართველოს საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობის კონტროლი
** ბუღალტერიის კონტროლი, კოორდინაცია და მართვა
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ეკონომიკური ან/და ფინანსების განხრით;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ბიზნეს-ორიენტირებული აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინიციატივის მაღალი დონე;
** პროცესების ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აქტიური მოსმენის და გუნდური მუშაობის მაღალი დონე.

ბენეფიტები:

** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** სწავლებისა და განვითარების სისტემა;
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |