www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ორო
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

რესტორნების ქსელ "ოროში", რომელშიც წარმოდგენილია ქართული სამზარეულო, შექმნილი ჩვენი გამოცდილი შეფმზარეულების მიერ, გვაქვს შეფ მზარეულის ვაკანსია.

სამუშაო ადგილი - თბილისი (მარჯანიშვილის #5, სანდრო ეულის ქ. #7);
სამუშაო განაკვეთი - სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 -წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** ახალი რეცეპტურების შემუშავებისას გადამუშავებული პროდუქტის კოეფიციენტისა და ნაშთების ცოდნა;
** ობიექტზე არსებული რეცეპტურების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება;
** ინვენტარიზაციის ორგანიზება და მონაწილეობის მიღება, კონტროლი და ინვენტარიზაციის შედეგებზე ანგარიშვალდებულება ფინანსურ დეპარტამენტთან.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "შეფ - მზარეული - ორო ".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |