www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი/დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ევროპული სკოლის მძღოლი/დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სკოლის შესახებ:

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

სამუშაო პირობები:

** მუშაობს სკოლის ადმინისტრაციულ შენობაში
** ოფიციალური სამუშაო კვირა - გრაფიკით განსაზღვრული
** სამუშაო საათები: მორიგეობა გრაფიკით განსაზღვრულ დღეებში 09:00სთ-დან 09:00 სთ-მდე, შესვენება 2 საათი
** სამუშაო დღეები: გრაფიკით განსაზღვრული
** სამუშაო ადგილი: ევროპული სკოლა, ი. სხირტლაძის ქუჩა #2, თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დილით მოსწავლეების სკოლამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
** საღამოს მოსწავლეების სკოლიდან სახლამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
** სკოლის მიერ დაგეგმილ ექსკურსიებზე მოსწავლეებისა და თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
** ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა (პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება); ნებისმიერი პრობლემის/შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** ტრანსპორტირებისას საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სკოლის თანამშრომელთა და საჭიროების შემთხვევაში სხვა პირთა ავტო სატრანსპორტო
საშუალებებით მომარაგება;
** სკოლის სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალებების
უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების სისუფთავისა და მასში წესრიგის დაცვა/უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისგან თავისუფალ
მონაკვეთში, დაცვის სამსახურის თანამშრომელთა დახმარება სკოლის მთელ ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისა და ქონების, მომსახურე პერსონალის, მოსწავლეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან დაცვის, სკოლის ტერიტორიაზე შინაგანაწესის, წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
** მოსწავლეებთან და მოსწავლეთა მშობლებთან კომუნიკაციის დროს თავაზიანობისა და ყურადღებიანობის გამოჩენა.

კვალიფიკაცია:

** განათლება - საშუალო განათლება
** გამოცდილება - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების "D" კატეგორია (სასურველია E კატეგორია), რომლის მოპოვებიდან გასული არის მინიმუმ 5 წელი;
** D კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სკოლაში უსაფრთხოების დაცვის წესები;
** შიდასამართლებრივი აქტები;
** ბავშვის უფლებათა კონვენცია;
** სკოლის შინაგანაწესი;
** მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინსტრუქციების, პროცედურების დაცვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |