www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თურქულენოვანი ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ფინანსური ოფისი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

აუდიტორული კომპანია "ფინანსური ოფისი" საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში. MSI Global Alliance დაარსდა 30 წლის წინ და წარმოდგენილია 250 კომპანიით მსოფლიოს 100 ქვეყანაში, იგი მიმდინარედ მეშვიდე ადგილს იკავებს ასოციაციებისა და ალიანსების მსოფლიო რეიტინგში.

აუდიტორული კომპანია "ფინანსური ოფისი" მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენ უკვე წლებია ვქმნით კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის.

ფინანსური ოფისი აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე საგარეჯოში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში
** ქართული ენა - სრულყოფილად, თურქული ენა სასაუბრო დონეზე
** პროგრამების ცოდა: MS Office
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა სასურველია.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება
** ბუღალტრის მიერ დავალებული საკითხების შესრულება
** ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზება
** ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა
** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა
** ხელფასების აღრიცხვა და კონტრაგენტების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

** საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
** პროგრესირებადი სახელფასო სისტემა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@fino.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/ თურქულენოვანი ბუღალტრის თანაშემწე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |