www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - ექსპორტის მენეჯერს!

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება - 3500 ლარი (ფიქსირებული 1000-1500 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ გენერირებული ბონუსი 2000 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შიდა სასწავლო სისტემა
** სატელეფონო ლიმიტი
* ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაოს აღწერა:

** ახალი პარტნიორების/დილერების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
** ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება;
** მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში;
** გაყიდვების/ექსპორტის გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;

მოთხოვნები:

** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი ექსპორტის მენეჯერად/გაყიდვების მიმართულებით
** აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი

სამუშაო განრიგი:

** 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/ExportManager_vjnc_nnde/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |