www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

მრავალპროფილური კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** თანამშრომლების შერჩევის სრული პროცესის მართვა (ვაკანსიის გამოცხადება, შემოსული CV-ების გადარჩევა, ინტერვიუების დაგეგმვა)
** კანდიდატების ბაზის და HR დოკუმენტაციის მართვა;
** თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის: ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცვლილებების და სხვა სახის ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფა, მართვა და მონიტორინგი.
** არსებულ შიდა სისტემებში შვებულების, გათავისუფლებების, მივლინებების, ბენეფიტების პროცესების აღრიცხვა და მართვა.
** თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის (ტაბელის) მომზადება და მონიტორინგი.
** დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოება და მონიტორინგი;
** დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა ადმინისტრაციულ ნაწილში.
** თანამშრომელთა ფინანსური ვალდებულებების (ფიტ-პასი, დაზღვევა, კორპორატიული ტელეფონი, დანამატი, დისციპლინური პასუხისმგებლობა თუ სხვა)ყოველთვიური აღრიცხვა და ხელფასის გაცემამდე აღნიშნული ინფორმაციის ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება.
** გამოცემული ბრძანებების თანამშრომელთათვის გაცნობის უზრუნველყოფა (გაგზავნა ელ-ფოსტაზე ან/და უშუალო ხელმოწერით გაცნობა და სხვა.)
** საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების მიზნით შესაბამის სამუშაო პროცესში სრული ჩართულობა, აკრედიტაციის მინიჭებული ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შექმნა/დანერგვა/აღსრულების უზრუნველყოფა და სხვა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და მოგვარების უნარი;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ.ბოხუას 21.
სამუშაო გრაფიკი:დღის 09:30-17:30;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@leadermed.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "- Hr მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |