www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"GMT Hospitality" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენი ობიექტებია:

** "ფუნიკულიორის" კომპლექსი
** სახაბაზო "პური გულიანი"
** გასტრონომიული დუქანი "რიგი"
** ექსპრესი "პური გულიანი" ვაკე
** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

** ფასდაკლებას ჩვენს ყველა ობიექტზე;
** უფასო ლანჩს;
** ტაქსის მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის პერსონალური კომპიუტერებისა და ქსელის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
** პერიფერიული მოწყობილობების დამონტაჟება;
** POS ტერმინალებთან წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება ფიზიკურ დონეზე;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ქსელთან მუშაობის გამოცდილება;
** ოპერატიული სისტემების ცოდნა;
** პერიფერიული მოწყობილობების გამართვა;
** სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა;
** სმარტფონებთან და პლანშეტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია MICROS 3700 ცოდნა;
** სასურველია POS ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია MICROSOFT-ის სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gmtgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "IT სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |