www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტენტის მენეჯერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"extra.ge" - ის გუნდში, კონტენტის მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.

"extra.ge" არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620 -ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს. https://extra.ge/

კონტენტ მენეჯერის როლი მოიაზრებს:

** საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავებასა და ატვირთვას
** პარტნიორი კომპანიებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებული კონტენტის შემოწმებას, კონტროლს და განახლებას
** საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორ განლაგებას
** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორებას, აღმოფხვრას, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართებას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** Adobe Photoshop-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

სამუშაო გრაფიკი:

** 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე

დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის ქუჩა N41

თუ თვლი, რომ ჩვენს გუნდში მუშაობა გაგიხარდება და ციფრული კონტენტები გიკეთებია, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |