www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად - პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება - შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვ.ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი #6

ძირითადი ფუნქციები:

** ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება, სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
** პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით, მათ შორის მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა;
** ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა. საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
** შესყიდვების დეპარტამენტთან და დიზაინერთან მუდმივი თანამშრომლობა, პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის შემუშავებაში მონაწილეობა;
** ახალი პროდუქტების მოძიებისა და განვითარების კუთხით მუშაობა;
** კომპანიის დირექტორთან ანგარიშგება.
** ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი, სასურველია მარკეტინგის კუთხით;
** გამოცდილება 2 წლიანი, მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური C1 დონე, რუსული B2 დონე;

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დისციპლინირებული.
** კომუნიკაბელური.
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** ორგანიზებული.
** პუნქტუალური.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |