www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სვით სენთერ
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"სვით სენთერ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ხელფასი: 1300-1500 ლარამდე გამოცდილების მოხედვით

მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები და სხვა);
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა;
** ბრუნვითი უწყისის სიღრმისეული ანალიზი და ანგარიშებზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
** სხვა, მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
** ბუღალტრულ პროგრამაში (უპირატესობა მიენიჭება Superfin-ს) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახული და პუნქტუალური.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: rusa_chaduneli@yahoo.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |