www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი/რეალტორი
მომწოდებელი: Elite Home
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

უძრავი ქონების კომპანია "Elite Home" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის/რეალტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00; დასვენება - შაბათი-კვირა;
ანაზღაურება: 1500-7500 ლარი, დამოკიდებულია თანამშრომლის აქტიურობასა და შრომისმოყვარეობაზე;

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გასაყიდი-გასაქირავებელი ბინების/სახლების მოძიება და განთავსება შესაბამის საიტზე;
** მოლაპარაკების წარმოება კლიენტთან;
** კლიენტების შეხვედრის დაგეგმვა/ორგანიზება.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** უფასო ტრენინგს - უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** ულიმიტო სასაუბრო დროს მობილურზე;
** ულიმიტო ინტერნეტს და ბალანსს საიტზე მუშაობისთვის;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას კომპანიის ბალანსზე არსებული მანქანებით;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლებს ლეპტოპებით;
** კომპანია შეძლებისდაგვარად ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლაში.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მეგობრული და კომფორტული გარემო;
** ყოველკვირეული წახალისებები და შეჯიბრები;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან, ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროდან 200 მეტრში;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: elitehomeagency1@gmail.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |