www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეთი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ. "ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშო ადგილი: ქ. ბათუმი, გორგილაძის #88
სამუშაო გრაფიკი: 10:00 -19:00 (დღეში 8 საათი)
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: 700 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მოვალეობები:

** პროდუქციის დარბაზში გასატანად მომზადება და გატანა;
** კოლექციის კატეგორიებად დახარისხება და დასტიკერება;
** ცენტრალური საწყობიდან პროდუქციის (ყუთების) მიღება და დასაწყობება.

მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "საწყობის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |