www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa & Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს" შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს კურიერის ვაკანსიას.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ N 33.

სამუშაო განაკვეთი: კომპანიის მიერ წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით.
კურიერების საშვებულებო პერიოდების განმავლობაში, სამუშაო პროცესში მათ ნაცვლად ჩართვა.
ანაზღაურება: ყოველთვიურად ფიქსირებულს, პლიუს დამატებით მორიგეობის რაოდენობის მიხედვით.

სამუშაოს აღწერა:

** პარტნიორი კლინიკებიდან ნიმუშების ტრანსპორტირება;
** კლინიკებისათვის სამუშაო მასალის დროული მიწოდება;
** ფილიალებიდან გამოგზავნილი გზავნილების აღება და მასალის დაუყოვნებლივ მიწოდება ლაბორატორიაში;
** საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელ კლინიკებში, საკვლევი მასალის ტრანსპორტირება;
** მოთხოვნის საფუძველზე, დღის განმავლობაში, ექთნის ტრანსპორტირება, ჩანიშნული გამოძახებების თანმიმდევრობის გათვალისწინებით;
** სამუშაო დღის ბოლოს, სახარჯი მასალების შევსება ავტომობილში (სინჯარები, მიმართვები...)
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობა;
** თავაზიანობა;
** დროის მართვის უნარი;
** ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
** მოწესრიგებულობა და თანმიმდევრულობა;

ჩვენ უზრუნველყოფთ:

** სამუშაო პროცესში, კომფორტული ავტომობილით გადაადგილების საშუალებას;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლსა და ავტოსამრეცხაოს ბარათს;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო საწვავით უზრუნველყოფას;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები: ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე https://mlab.ge/ ასევე ფბ-გვერდზე https://www.facebook.com/mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |