www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის მიმთვლელი/საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"გეფა" ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს, წარმოადგენს ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს-The Body Shop, ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდს Carter`s და ასევე, ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციის სუპერმარკეტების ქსელს "ჯორჯიტა".20 წელზე მეტია "ჯორჯიტა" საუკეთესო პროდუქციით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს.

გუნდის პროფესიულ ზრდასა და გუნდურ სულისკვეთებაზე ორიენტირებული "ჯორჯიტა" ახალ წევრებს ეძებს და აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მიმთვლელის (საწყობის თანამშრომლის) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილების მიხედვით;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
** დასვენება: 1 დღე (კვირა);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 30-50%-მდე ფასდაკლება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** აგროვებული პროდუქციის მითვლა, დახარისხება, შემოწმება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |