www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Calisia
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"CALISIA ● კალისია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"კალისია" - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.

დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.

ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.

ადგილმდებარეობა - ზუგდიდი, გამსახურდიას №28;
დასაქმების ფორმა - სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები - კვირაში 3-4 დღე;
სამუშაო საათები - 10:00-20:00;
ანაზღაურება - 450 ლარი.

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თუ:

** ხართ მიზანდასახული და ინიციატორი;
** ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური:
** მეტყველებთ გამართულად ქართულად;
** შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს მიუდგეთ ინდივიდუალურად;
** ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე: calisiazugdidihr@gmail.com გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |