www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"გეფა" ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს, წარმოადგენს ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს-The Body Shop, ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდს Carter`s და ასევე, ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციის სუპერმარკეტების ქსელს "ჯორჯიტა". 20 წელზე მეტია "ჯორჯიტა" საუკეთესო პროდუქციით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს.

გუნდის პროფესიულ ზრდასა და გუნდურ სულისკვეთებაზე ორიენტირებული "ჯორჯიტა" ახალ წევრებს ეძებს და აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით (მაღალი ანაზღაურება + ბონუსი);
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი (კვირაში 40 საათი);
** დასვენება: 1 დღე (კვირა);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 30-50%-მდე ფასდაკლება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სავალდებულოა MS Word/MS Excel - ის ცოდნა.
** სასურველია Apex პროგრამის ცოდნა.

მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის მიღება და პროგრამაში შეყვანა;
** საწყობისა და ონლაინ მაღაზიების მარაგების მართვა;
** საწყობიდან გამოტანილი სრული პროდუქციის აღწერა და აქტით დადასტურება;
** მაღაზიის შიდა შეკვეთების კონტროლი;
** შეკვეთების დამუშავება და მარშრუტების მიხედვით განაწილება;
** დისტრიბუციის შეკვეთების აგროვება საჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გააქტიურება და კორექტირება;
** საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი და საჭირო აღრიცხვების წარმოება;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |