www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: ბრედფილდი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა "ბრედფილდი" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
** საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;

"ბრედფილდის" პროექტ მენეჯერი ექვემდებარება ქარხნის ხელმძღვანელს. ის მუშაობს "ბრედფილდში" არსებულ დეპარტამენტებთან (მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, წარმოება, ტექნიკური დეპარტამენტი, HR) სამუშაო პროცესების მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვის მიზნით. პროექტ მენეჯერის პოზიციის მიზანია გაანალიზოს თითოეული დეპარტამენტების სამუშაო პროცესები, ინიცირება გაუკეთოს გაუმჯობესების საშუალებებს და უზრუნველყოს გაუმჯობესებული პროცესების დანერგვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიაში არსებული დეპარტამენტების სამუშაო პროცესების ანალიზის გეგმის შედგენა;
** შედგენილი გეგმის მიხედვით სამუშაო ანალიზის პროცესის ჩატარება და გაუმჯობესების საშუალებების გამოვლენა;
** ანალიზის შედეგების გათვალისწინებით სამოქმედო გეგმის შედგენა და განახლებული პროცესის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების ეფექტურობისა და ბიზნეს შედეგების გაზრდას;
** დანერგილი პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** დეპარტამენტების KPI მაჩვენებლების ანალიზი თვის/კვარტლის/წლის ჭრილში, საჭიროების შემთხვევაში ახალი KPI ინდიკატორების დანერგვა;
** რეპორტინგის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს დეპარტამენტების ჭრილში პოტენციური პრობლემების ან/და რისკების პროგნოზირებას;
** დეპარტამენტებში ახალი პროექტების კოორდინაცია პროექტის დაგეგმარების ეტაპიდან მის აღსრულებამდე. მათ შორის წარმოების ოპტიმიზაციის კუთხით პროექტების ინიცირება და მართვა, ტექნიკური დეპარტამენტის ჭრილში პროექტების მართვა და ა.შ.
** მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტთან მიმდინარე პროცესების სტრატეგიული ანალიზი, პირობების და ფასების გათვალისწინებით; ხარჯების და პოტენციური რისკების პროგნოზირება/კონტროლი;
** ERP Navision-ში პროცესების დახვეწის პროექტის ხელმძღვანელობა, შესაბამისი დეპარტამენტებისა და სერვისის მომწოდებელი კომპანიის კოორდინაცია.
** პრეზენტაციებისა, რეპორტებისა წარმოება და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების / ფინანსების განხრით;
** პროექტის მენეჯერის / წარმოების მენეჯერის / SC მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის მინიმუმ 1-დან 3 წლამდე გამოცდილება;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია რუსული ენის ფლობა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ბიზნეს-ორიენტირებული აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინიციატივის მაღალი დონე;
** პროცესების ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აქტიური მოსმენის და გუნდური მუშაობის მაღალი დონე.

ბენეფიტები:

** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** სწავლებისა და განვითარების სისტემა;
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |