www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 26 თებერვალი

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერა". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების ბიზნეს პროცესების გაციფრულებას.

პროექტის ფარგლებში მოხდება ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროების მქონე მეწარმეების მოზიდვა, მათი ტექნოლოგიური გამოწვევების დიაგნოსტირება, მათზე მორგებული ციფრული ტრანსფორმაციის გეგმის შედგენა და გეგმით გათვალისწინებული ციფრული ინსტრუმენტის შესყიდვისა და დანერგვის თანადაფინანსება.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია პროექტის საორგანიზაციო, ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური ნაწილის წარმართვა წინასწარ განსაზღვრული ვადებისა და გეგმის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მასშტაბის, ვადებისა და საჭირო რესურსების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** ევროკავშირის მოთხოვნების გაცნობა და ჩართულობა პროექტის ამ მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებაში;
** ადგილობრივი მეწარმეების შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და საჭიროებისამებრ ანგარიშის მომზადება;
** პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე შიდა და გარე შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება;
** პროექტის ფარგლებში დოკუმენტაციის შედგენა, შეხვედრების ოქმების, სტატუს რეპორტების, პრეზენტაციების მომზადება და სხვა ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება;
** პროექტის ფარგლებში გუნდის წევრებისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულების და ვადების მონიტორინგი;
** კონტრაქტორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში გაწერილი ვადების და ამოცანების მონიტორინგში ჩართულობა;
** პროექტის ფარგლებში ხარისხის კონტროლისა და რისკების ეფექტურად მართვის სტრატეგიების აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტის ხარჯების მონიტორინგსა და ბიუჯეტთან შესაბამისობის დადგენაში ჩართულობა;
** პროექტში ჩართულ მხარეებს შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა, ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად მიმოცვლის მიზნით;
** პროექტის პროგრესის შესახებ ინფორმაციის მომზადება და საჭიროებიდან გამომდინარე წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შესაბამისად, პროექტის მენეჯერისთვის ანგარიშების მომზადება;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის მართვის, ეკონომიკის, პროექტის მართვის ან სხვა დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით;
** პროექტის კოორდინატორად, ადმინისტრატორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** მიმდინარე და განვითარებადი ტექნოლოგიების მიმართ მაღალი ინტერესი;
** მონაცემებთან და დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი;
** რთულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი, განსაზღვრული ვადებისა და მიზნების გათვალისწინებით;
** ორგანიზაციული უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** პროექტში ჩართულ და დაკავშირებულ გუნდებთან მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის B2/C1 დონეზე ცოდნა;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:

** ევროკავშირთან/ევროკავშირის პროექტთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** შედეგებზე და ბიზნესის მიღწევებზე ორიენტირებულობა;
** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** პრობლემის გადაჭრის და ინტერესთა დაბალანსების უნარი;
** პროაქტიულობა და მიზანზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროექტის კოორდინატორი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 26 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |