www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: FMG ოპერატორი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას FMG ოპერატორის პოზიციაზე.

სკოლის შესახებ:

"ევროპული სკოლა" არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

სამუშაო საათები: 09:00-დან - 17:00 საათამდე, შესვენების გათვალისწინებით
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. სხირტლაძის ქ. #2

პოზიციის მიზანი: სკოლის სალაროს მართვა და სასადილოში სწორი გაყიდვების უზრუნველყოფა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ევროპული სკოლის კვებით ბლოკებში (სასადილოებში) წარმოებული რეალიზებული პროდუქციის აღრიცხვა და არარეალიზებული ნაწილის ჩამოწერა ყოველდღიურად FMG ბუღალტრულ პროგრამაში;
** პროდუქტების ყოველდღიური აღრიცხვა პროგრამულად (გატარება).
** კერძების კალკულაციის შეტანა პროგრამაში, თვითღირებულების დათვლა.
** უფასო კვების წარმოება და აღრიცხვა პროგრამულად.
** მოთხოვნის მიხედვით გაყიდული პროდუქციის კონტროლი კვირის ჭრილში;
** კვებით ბლოკებში მოლარეების კონტროლი გაყიდული პროდუქციის სწორად აღწერის მიზნით;
** სკოლის ბუღალტერიისთვის კვებით ბლოკში ჩამოწერილი/დარჩენილი პროდუქციის რაოდენობის და ღირებულება/თვითღირებულების შესახებ, რეალიზებული პროდუქციის შესახებ (თვის ბოლოს) ინფორმაციის მიწოდება;
** თვის ბოლოს შემაჯამებელ აღწერაში მონაწილეობა.
** რეპორტების მიწოდება მთ.ბუღალტრისთვის შეთანხმებული წესით.
** საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების/უფლებამოსილებების განხორციელება, უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინსტრუქციების დაცვის უნარი;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო გამოცდილება: წარმოების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |