www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"გეფა" ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს, წარმოადგენს ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს-The Body Shop, ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდს Carter`s და ასევე, ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციის სუპერმარკეტების ქსელს "ჯორჯიტა". 20 წელზე მეტია "ჯორჯიტა" საუკეთესო პროდუქციით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს.

გუნდის პროფესიულ ზრდასა და გუნდურ სულისკვეთებაზე ორიენტირებული "ჯორჯიტა" ახალ წევრებს ეძებს და აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით)
** სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი კვირაში)
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 30-50%-მდე ფასდაკლება
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გამართული მეტყველების უნარი როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით
** Facebook Ads, Business Manager-ის მართვის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** დიზაინერთან თანამშრომლობით ვიზუალური მასალების მომზადებისა და კონტროლის გამოცდილება
** კრეატიულობა, სტრატეგიული გეგმების შემუშავებისა და აღსრულების უნარი

მოვალეობები:

** ვებგვერდის და ციფრული მედია არხების - Facebook, Instagram, LinkedIn, Tik-Tok განვითარების სტრატეგიის შემუშავება, განახლება, მართვა და მონიტორინგი
** სოციალური მედიაში აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება
** სოციალური ქსელებისათვის შესაბამისი ქონთენთის შემუშავება და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია (Inbox)
** ციფრული კამპანიების შედეგად მიღებული შედეგების აქტიური გაზომვა
** კომპანიის და მისი მომსახურებების შესახებ სრულფასოვანი ცოდნის მიღება და მუდმივი განახლება
** კონკურენტული ბაზრის ანალიზი და მართვა
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების /აქტივობების ორგანიზება და მენეჯმენტში ჩართულობა
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ფლობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** სხარტი აზროვნება
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |