www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჩინური ენის თარჯიმანი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას ჩინური ენის თარჯიმნის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გადაცემული წერილობითი მასალის თარგმნა.
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ დავალებული ზეპირი თარგმანი.
** თანამშრომლების კომუნიკაციის პროცესში დახმარება.
** რეპორტინგის წარმოება წინასწარ შეთანხმებული ფორმითა და პერიოდულობით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** ჩინურ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

სახელფასო განაკვეთი

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას N 22.

ანაზღაურება:

სახელფასო განაკვეთი 2000 - 3000 - ლარი (ნეტ).

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |