www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - ტექნიკურ მენეჯერს!

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი

რას გთავაზობთ:

** საბაზისო ანაზღაურებას 1500-2000 ლარის ოდენობით
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** საწვავის ხარჯების ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაოს აღწერა:

** ჩასატარებელ სამუშაოთა გრაფიკის შედგენა;
** საწარმოო სამუშაოთა განხორციელების პროცესის, ხარისხის და ადამიანური რესურსების კონტროლი;
** წარმოების პროცესისთვის საჭირო მასალების შეძენა/მარაგების კონტროლი და მართვა;
** სამონტაჟო სამუშაოებისთვის მომზადების პროცესის და სამუშაოთა განხორციელების ხარისხის კონტროლი;
** მიმდინარე პროცესების შესახებ მონაცემების შევსება სხვადასხვა საოფისე პროგრამებში;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სპეციალისტი საინჟინრო/სამშენებლო გამოცდილებით
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი (საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯები ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ)

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/manager/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |