www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: Georgian Capital
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"Georgian Capital" - საქართველოში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანია, კომპანია უკვე 10 წელი რაც არის ბაზარზე, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ჯავშნის სისტემაში ასახვა;
** ტურისტული პაკეტების შედგენა/სასტუმროების დაჯავშნა;
** ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@thecapitaltravel.com . ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |