www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჰოლდინგის მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"Nexia TA" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - "Nexia International"-ის წარმომადგენელია საქართველოში. "Nexia"-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.

"Nexia" TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

"Nexia TA" აცხადებს ვაკანსიას ჰოლდინგის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრაგენტი კომპანიისათვის (აღნიშნული არის ჰოლდინგი და აერთიანებს სხვადასხვა სფეროს კომპანიების).

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** მასალების მოძრაობის კონტროლი;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |