www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ფავორიტი სტილი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ფავორიტი სტილი "- ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია 30 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

ფავორიტი სტილის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის #5
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, მათი საჭიროების გარკვევა და შესაბამისად გადამისამართება;
** საოფისე ნივთების შესყიდვის პროცესის მართვა, მომწოდებელთან კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიაში მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
** საფოსტო გზავნილების მიღება-ჩაბარება, გაგზავნა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

დამატებითი ბენეფიტები:

** განვითრების შესაძლებლობა;
** 50%-იანი თანადაფინანსება კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@phfavorite.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |