www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (თანამშრომლის წილის სრულად დაფარვა);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აუდიტის ხედვის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს აუდიტის კომიტეტისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას მიუკერძოებლად და აბსოლუტური სიზუსტით.
** შიდა აუდიტისა და მენეჯმენტის სტრატეგიის განსაზღვრა.
** მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება და შენარჩუნება აუდიტის კომიტეტთან, არსებული პრობლემების გადაჭრის და მოსალოდნელი შედეგების უზრუნველსაყოფად.
** აუდიტის კომიტეტისა და ხელმძღვანელი პირებისთვის და ზედამხედველობისთვის ანგარიშების მომზადება, რომლებიც ეხება ბიზნესში არსებულ მნიშვნელოვან რისკებს და კომპანიის შიდა კონტროლის საკითხებს.
** აუდიტის გეგმის შემუშავება, პროცედურებისა და პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა.
** რისკების იდენტიფიცირება, მნიშვნელოვანი ანგარიშების, პროცესების, დოკუმენტების შეფასება, შემოწმება და კონტროლი.
** მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გარე აუდიტორებთან.
** თანამშრომლობა რისკების, სამართლებრივი საკითხების და შესაბამისობის განყოფილებებთან შესაბამისობის პროგრამების შემუშავების თაობაზე.
** საჭიროების შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებსა და სტრატეგიებში ბიზნესის საქმიანობის ოპტიმიზაციისთვის ინოვაციების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ფინანსურ ინსტიტუტში);
** შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის და რისკების საუკეთესო გამოცდილების ცოდნა;
** შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft office ფლობა მაღალ დონეზე (Excel, Word).

პიროვნული თვისებები:

** საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების/მიზნების სწორად დასახვის და განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება (არგუმენტირების, კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარი);
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |