www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: აბანოთუბანი გრუფი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"აბანოთუბანი გრუფი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1000₾-1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) თანდართული ფოტოსურათით ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |