www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

Citycom-ში კორპუსების მაცხოვრებლებს გამოწვევების დაძლევაში ვეხმარებით თანხების მობილიზებისა და განკარგვისთვის შექმნილი ციფრული სისტემის საშუალებით. ჩვენი დახმარებით სამეზობლოები საერთო საჭიროებებისთვის გაკვუთვნილ თახებს უფრო მარტივად, სწრაფად და გამჭვირვალედ მართავენ.

ზოგადი ინფორმაცია სითიქომის შესახებ:

საქმიანობის სფერო: IT დეველოპერული კომპანია (ფინანსური ტექნოლოგიები);
დასაქმებულთა რაოდენობა: ~100 ადამიანი;
ბაზარზე არსებობის პერიოდი: 6 წელი
ბევრი ვიშრომეთ, გავიზარდეთ განვვითარდით და განვითარების შემდგომი ნაბიჯებისთვის ვეძებთ ოფისის მენეჯერს.

ძალიან კარგი იქნება თუ შენ:

** ხარ პროაქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, თვითორგანიზებული. გიყვარს საუბარი და ყველასთან პოულობ საერთო ენას. გიყვარს მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათ წინაშე მდგარი დაბრკოლებების მოგვარება. არ არსებობს შენთვის გადაულახავი გამოწვევები.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** კომპანიაში მოსული მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** თავმჯდომარეებისთვის, პარტნიორი კომპანიებისთვის განკუთვნილი ამანათების გამზადება და მიწოდების ორგანიზება;
** სითიქომის ბარათების მიწოდების პროცესის ორგანიზება, როგორც ახალ
კორპუსებთან, ასევე სავაჭრო ობიექტებთან, გასაგზავნი ბარათების რეგისტრაცია;
საკანცელარიო, საოფისე, დასუფთავების და სხვა ტიპის ინვენტარის შესყიდვა (მათ შორის ბარათების ადგილობრივად შესყიდვა);
** საოფისე ტექნიკისა და ავეჯის შესყიდვა/მონიტორინგი;
** ჩამოთვლილ პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მართვა, შესაბამისი წესით შენახვა;
** სხვადასხვა საოფისე/საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა.

მთავარია, გქონდეს:

** ოფისის მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
ლოკაცია: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი);
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე).

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადითა და წესით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

CITYCOM-ის გუნდი გისურვებს წარმატებებს!

ამ განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |