www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: AIR SOLUTIONS
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების კომპანია "AIR SOLUTIONS LLC" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან ზარების განხორციელება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** შემომავალი ზარების მიღება;
** პირველადი შეთავაზების შემდეგ პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა/მართვა;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნა;
** თითოეული ზარის მონაცემთა ბაზაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ემოციური მდგრადობა;
** მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@airsolutions.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |