www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის უფროსის (უფროსი ფინანსური ოფიცრის) თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N1
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

მენეჯერის ამოცანები:

** კომპანიის ბიუჯეტის შემუშავება და ყოველთვიური მონიტორინგი
** დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსთვის რეპორტების მომზადება
** საფინანსო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების ზედამხედველობა
** საფინანსო-საინვესტიციო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა
** დებიტორული მოთხოვნების მართვა
** ერთიანი ფინანსური საკორპორაციო მიზნის გატარება კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად;
** დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამუშაოების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობაში მოყვანა;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან (საზედამხედველო მოთხოვნებთან) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების და ანალიზების წარმოება;
** კომპანიის შიდა დეპარტამენტების ბიუჯეტირების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** ფინანსური ანგარიშგების სტრატეგიების და პროექტების მომზადება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი და გუნდის განვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მსგავს სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია სადაზღვევო და საფინანსო სფერო);
** პროფესიული კვალიფიკაცია - MBA;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** სხვადასხვა ტექნოლოგიური პროგრამების ცოდნა/მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური, საგადასახადო და ეკონომიკური კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** რეპორტინგის, ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და დაგეგმვის გამოცდილება;
** ინგლისური ენა - C1.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: HR@ardi.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, უფროსი ფინანსური ოფიცერი.

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |