www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქარხნის ხელმძღვანელის თანაშემწე
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას გურიაში, ქარხნის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, ჩოხატაური, სოფ. ნაბეღლავი

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება
დამატებითი სარგებელი: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხნის ხელმძღვანელი სახელით დოკუმენტაციის წარმოება;
** გასაფორმებელი დოკუმენტების სისწორის გადამოწმება და ამ მიზნით კოორდინაცია კომპანიის ყველა დეპარტამენტთან.
** ქარხნის ხელმძღვანელის სახელით რეაგირება ელექტრონულად თუ ზეპირად, შემოსულ სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებზე.
** ქარხნის ხელმძღვანელის სახელით სხვადასხვა დავალებების გაცემა და მონიტორინგი
** ქარხნის ხელმძღვანელის შეხვედრების განრიგის ორგანიზება
** ქარხნის ხელმძღვანელის შეხვედრების დაგეგმა, დოკუმენტირება, უკუკავშირი, რეპორტინგი;
** შეხვედრის მასალების დოკუმენტაციის მომზადება და შეხვედრის სრული ტექნიკური მხარდაჭერა
** შეხვედრაზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმის წარმოება
** დავალებების შესაბამისად, დოკუმენტ (ებ)ის თარგმნა
** დავალების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება საჭიროების შემთხვევაში
** ქარხნის ხელმძღვანელთან ერთად ან დავალებით, კომპანიის სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა
** ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტებთან მუშაობის და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარები (MS Office)
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

უნარები/პიროვნული კომპეტენციები

** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აკურატული

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |