www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: 4Dealer
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

კომპანია "4Dealer" ავტო იმპორტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** გაყიდვების ზრდა.
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების შექმნა/წარდგენა.
** კონკურენტი კომპანიების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტო იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint Outlook);
** გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** მნიშვნელოვანია გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების მართვაში
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** კონტრაქტის ხანგრძლივობა: 1 წელი; გამოსაცდელი პერიოდი: სამი თვე.
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი, შოთა რუსთაველის N110
** სამუშაო განაკვეთი: სრული

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@4dealer.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |