www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სს "ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის ძირითადი ხარჯვითი ცენტრების ბიუჯეტების ფორმირებასა და კონტროლში ჩართულობა;
თვის დახურვის პროცესში ჩართულობა;
** ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანგარიშგებების პაკეტის შესაბამისი შემადგენელი ნაწილების მომზადებაში ჩართულობა;
** ცალკეული პროექტების მომგებიანობის ანალიზის და რეკომენდაციების შემუშავების ნაწილში ჩართულობა;
** აღნიშნული ხარჯების კალკულაციის პროცესების ოპტიმიზაციის და ავტომატიზაციის პროცესში ჩართულობა;
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (MS Office, Excel, Word, PPT, PBI);
** უცხო ენის ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 8 მარტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი
კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |