www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: MIXXON
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

პირველი ვისკის და პრემიალური ალკოჰოლის ბუტიკი საქართველოში "MIXXON" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

MIXXON ოპერირებს პრემიალური ვისკის, კონიაკის და სხვა დისტილირებული ალკოჰოლის კატეგორიაში და გამოირჩევა უნიკალური ასორტიმენტით და იშვიათი რელიზებით. კომპანია ხსნის პირველ ფიზიკურ ობიექტს ვაჟა ფშაველას გამზირზე და ეძებს გუნდის გამორჩეულ წევრებს.
https://www.mixxon.ge/

სააპლიკაციო მოთხოვნები:

** ძალიან კარგი საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარები;
** სიახლის და სწავლის მიმართ ტოლერანტულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო ცოდნა (Word, Excell, Email).

შესასრულებელი სამუშაო:

** კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტებისათვის სიახლეების გაცნობა და პრეზენტაცია;
** კლიენტისათვის ანგარიშსწორებაში დახმარება;
** შიდა სივრცის ვიზუალური სტანდარტის დაცვა (მერჩენდაიზინგი, პლანოგრამა, დიზაინი);
** ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
** ახალი ბრენდების პრეზენტაციებზე დასწრება;
** კომპანიის შიდა სტანდარტების სრულად დაცვა.

ანაზღაურება და სამუშაო განრიგი:

ფიქსირებული ხელფასი: 1000 ლარი
რეალიზაციის პროცენტი: 100 დან 1000 ლარამდე
სამედიცინო დაზღვევა
სამუშაო განრიგი: 2 - 1 (ყოველ მესამე დღეს დასვენება)
სამუშო საათები: 12:00-დან 22:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მოგვწეროთ თქვენს შესახებ შემდეგ მისამართზე ვაკანსიის თანამდებობის მითითებით: info@mixxon.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |