www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჩიმო
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

კომპანია "ჩიმო" რომელიც უზრუნველყოფს ავტომანქანისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოებას და სადისტრიბუციო ქსელით რეალიზაციას, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა.
** გამართული საუბარი და კარგი კომუნიკაციის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მინიმუმ "B" კატეგორიის მართვის უფლება და მსუბუქი ავტომობილის მართვის უნარი.
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

** პროდუქტებში და მის ტექნიკურ ნაწილში გარკვევა;
** სადისტრიბუციო ქსელში ვიზიტები;
** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** პროდუქციის თაროზე სწორად განლაგება და კონტროლი;
** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სწორი მარაგის უზრუნველყოფა პროდუქციის დროულად და მუდმივად წარმოჩენის გაუმჯობესება;
** თაროებზე საქონლის დალაგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით;
** კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების მკაცრად დაცვა;
** პროდუქციის ქვეშ ფასების სწორად განლაგების უზრუნველყოფა, ასევე თაროებზე კომპანიის სარეკლამო მასალების მეშვეობით მისი პროდუქციის წარმოჩენა;
** პროდუქციის ასორტიმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება;
** გეგმის შესრულება;
** დავალიანებების გადახდის კონტროლი.

სხვა პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00);
** საგამოცდო ვადაში ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** საჭირო რაოდენობის საწვავი.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ: ავტობიოგრაფია-CV ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: m.kvastiani@chimo.ge და პოზიციის სახელწოდება "გაყიდვების მენეჯერი" მიუთითეთ ელ.ფოსტის სათაურში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 08 მარტი..



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |