www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი/ბარისტა
მომწოდებელი: Burki Castle & Cellar
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ყვარელში მდებარე 40 ნომრიანი სასტუმრო "Burki Castle & Cellar" აცხადებს ვაკანსიას მიმტანი/ბარისტას პოზიციაზე.

სასტუმროში 26 ოთახი და 14 ინდივიდუალური კოტეჯია. კომპლექსში სტუმრები ასევე ისარგებლებენ ღია საცურაო აუზით, ბარით, ტერასით და რესტორნით, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, ასევე მარნით და სხვადასხვა გასართობი აქტივობების სივრცეებით.

ძირითადი მოვალეობები:

** "Burki Castle & Cellar" ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
** ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის
** სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა
** სტუმრის მომსახურება საუზმის დროს

მოთხოვნები:

** ბარისტად/მუშობის გამოცდილება 0-1 წლამდე
** მიმტანად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას
** ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** საჭიროების შემთხვევაში განთავსებას

სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი

თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: natali.sokhadze@gmail.com - დანიშნულებაში ჩაწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"Burki Castle & Cellar" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |