www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 12 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.

კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობა;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემო;
** ტრენინგებსა და სასწავლო კურსები;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
** უფასო კვება;
** FitPass ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი და დღის სამუშაო მარშრუტის მიხედვით რეპორტის წარმოება;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და პოტენციური კლიენტების მოძიება;
** პროდუქციის უპირატესობების წარმოჩენა სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლისათვის;
** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების/ქმედებების უზრუნველყოფა;
** მაღაზიებში ბრენდის პროდუქციის გაყიდვების ანალიზი;
** მომხმარებელთა ბაზის ანალიზი, ანალიზის საფუძველზე წლის გეგმებისა და აქტივობების დაგეგმვა;
** ბრენდების განვითარებაზე ზრუნვა და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერება;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ეფექტური მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |