www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Mobile Gallery
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"Mobile Gallery" არის მობილურის და კომპიუტერის აქსესუარების მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, მუდმივად განახლებად ასორტიმენტს და მომსახურების მაღალ დონეს.

"Mobile Gallery" ამჯერად ეძებს გუნდის წევრს სრულ განაკვეთზე მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, დალაგება, დახარისხება
** მომხმარებლისთვის ეფექტური და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა
** სალაროსთან მუშაობა
** მაღაზიაში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება
** მარაგების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კეთილსინდისიერება
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, თემქა
** სამუშაო გრაფიკი 10:00-19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჯამური გაყიდვებიდან, 750-1050 ლარი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და საინტერესო გარემოში.

თუ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოაგზავნე CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sofiaelisashvili@gmail.com, სათაურის ველში პოზიციის დასახელებით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |