www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციის მენეჯერი
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"ფაბრიკონი" აცხადებს ვაკანსიას კომერციის მენეჯერის პოზიციაზე.

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 7 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე, კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

სამუშაო აღწერილობა:

** მიმდინარე კლიენტებთან თანამშროლობის განვითარება,
** ახალი კლიენტების მოძიება,
** ახალი და მიმდინარე კლიენტების მოთხოვნების შესწავლა,
** კომერციული წინადადების და კალკულაციების მომზადება,
** შეთავაზების კლიენტებთან ერთად განხილვა,
** პროდუქციის ბაზრის ანალიზი კონკურენტების, იმპორტის, საფასე და ნომენკლატურულ ჭრილში, როგორც ლოკალური ასევე გლობალური ბაზრებზე,
** სხვა მწარმოებელი ბრენდების პროდუქციის შესწავლა,
** სამუშაო გამოცდილება,
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რომელსაც ექნება გამოცდილება და ცოდნა ინდუსტრიული ტექნიკის მიმართულებით.

უნარ-ჩვევები:

** დინამიური,
** განვითარებაზე ორიენტირებული,
** გუნდური თანამშრომელი,
** ორგანიზებული,
** პროაქტიური,
** დროის ეფექტურად მართვის უნარი,
** ავტომობილის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კონკურენტულ სახელფასო სქემას,
** თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.

სახელფასო ფონდი ფიქსირებული 1500-დან + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@fabricon.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |