www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ელემსი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"ელემსის" გუნდი ეძებს სამშენებლო პროექტის მენეჯერს

კომპანია "ელემსი" სამშენებლო პროექტების მენეჯმენტს 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს და გუნდი სრულად დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებით. ჩვენ გვაერთიანებს მიზანი უკეთესი შენობა-ნაგებობების მშენებლობის პრეცედენტებით, შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრეაციული თუ სხვა გარემო. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიცია მოითხოვს ფართო ცოდნასა და გამოცდილებას სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმართულებით, მათ შორის: კომერციული, რეზიდენტული, სასტუმრო, საოფისე და სხვა სპეციფიკური დანიშნულების მქონე შენობებისთვის, რაც თავის მხრივ მოიცავს შემდეგი ფაზების მენეჯმენტს: წინასაპროექტო, საპროექტო, სანებართვო, სატენდერო სამშენებლო და შენობის მიღება-ჩაბარების ფაზების მენეჯმენტს

შერჩეულ კანდიდატს ექნება უშუალო კომუნიკაცია პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან, მათ შორის: "ელემსის" კლიენტებთან, მიწის მესაკუთრეებთან, დეველოპერებთან, გენერალურ და დარგობრივ კონტრაქტორებთან, მუნიციპალურ სააგენტოებთან და საპროექტო ერთეულებთან.
კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ინიციირების, დაგეგმვის, აღსრულებისა და დახურვის პროცესის წარმართვა
** პროექტის აღსრულების გეგმის (PEP) და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება
** გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდრული გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** სატენდერო და შესყიდვების პროცედურების მართვა
** დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ.) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა და აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო პირობებთან დადარება
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისათვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა
** შეთანხმებული საბიუჯეტო პარამეტრების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა
** თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება
** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა მისი დასაწყისიდან დასრულებამდე
** ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან
** პროექტის დამკვეთის მიერ პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი
** დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** სტრესის მართვის უნარი
** რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირებულობა

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
** AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
** FIDIC და/ან JCT და/ან NEC ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოების მართვის სფეროში
** ბაკალავრის დიპლომი ან სერტიფიკატი არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენებლო, პროექტის მართვის (ან მსგავს სფეროში).

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: career@lmc.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: #სამშენებლო პროექტის მენეჯერი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |