www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

თუ გინდა გაიზარდო და მიიღო გამოცდილება დიდი კომპანიის მარკეტინგის გუნდში, მზად ხარ ჩაერთო ყველა აქტივობაში და გაქვს ბევრი ინიციატივა, მაშინ ჩვენ გელოდებით შენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად.
** მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
** მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
** ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად;

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |