www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

შპს "ფუდმარტი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მას რითეილ სექტორში მოწინავე პოზიცია უჭირავს. კომპანია SPAR-ის სავაჭრო ნიშნის გამოყენების ექსკლუზიური მფლობელია და უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდის SPAR International-ის გლობალური ოჯახის წევრია.

"ფუდმარტი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომით ბაზარზე, ამჟამად კომპანიას 6, 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, რომელთა რიცხვიც ქსელის გაფართოებისა და კომპანიის განვითარების პარალელურად მზარდია.

შპს "ფუდმარტი" ბაზარზე წარმოდგენილია რითეილ სექტორში შემდეგი მაღაზიათა ქსელებით: სპარი, იოლი, კალათა; ხოლო დისტრიბუციაში ისეთი ცნობილი ბრენდებით, როგორიცაა: სუპრემო, დანონი, როშენი და ა.შ.

შპს "ფუდმარტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
** კონტენტის შექმნა, მართვა და მონიტორინგი;
** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა;
** კომპანიის ვებ გვერდის და ციფრული მედია არხების მართვა (Facebook, Instagram, Linkedin, Tik-Tok);
** Ads Manager-ის მართვა (META Support-თან წვდომა);
** ყოველდღიური ტექსტობრივი / ვიზუალური კონტენტის შექმნა დიზაინერებთან ერთად;
** რეკლამების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Meta business Suite, Ads manager-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "სოციალური მედია მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |