www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ნეოლეთი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

საგადახდო მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანია "Neollet.com" 2018 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით და ინოვაციური ბიზნეს პროცესებით. ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ქმნის და მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებას.

კომპანია "ნეოლეთი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი - ჰიბრიდული / დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღე-ღამის ცვლა.
დღე: 10:00-10:00;
ღამე: 10:00-10:00;
2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 1000+

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
** მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა;
** ონლაინ დახმარების ("chat") გაწევა, დროულად და ხარისხიანად;
** შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალების დადგენილ ვადებში შესრულება;
** ტრანზაქციების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რთული სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი;

კომპანია Neollet გთავაზობთ:

** ინოვაციურ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: work@neollet.com; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |