www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საფინანსო დეპარტამენტის ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საფინანსო დეპარტამენტის ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N1
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზი
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების (მოგება-ზარალი, ბალანსი, cash flow)
** კომპანიის სხვადასხვა ერთეულების ფინანსური და საოპერაციო განყოფილებებისგან ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება
** ანალიტიკური რეპორტების მომზადება
** ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა
** აუდიტის პროცესში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მსგავს სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** რეპორტინგის და ანალიტიკის გამოცდილება
** ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნას
** ინგლისური ენა - B2-C1

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: HR@ardi.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ფინანსური ანალიტიკოსი.

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |