www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SAP კონსულტანტი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰაიდელელბერგცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას SAP (B1) SD მოდულის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: სათავო ოფისი, ალ.ყაზბეგის #21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (დასვენება: შაბათი და კვირა)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** SAP (B1) SD/CO მოდულის მართვა და კომპანიაში არსებულ პროცესებთან მორგება;
** SAP (B1) Waybill (შემოსავლების სამსახურთან კავშირის) ინტერფეისის მართვა;
** SAP (B1) სასწორისა და GPS სისტემების ინტერფეისის მართვა;
** SAP (B1) SD მოდულთან დაკავშირებული სხვა ინტერფეისების მართვა;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა გარე სისტემებთან ინტეგრირების საჭიროების შემთხვევაში;
** კომპანიის თანამშრომლების/მომხმარებლების ტრენინგი და მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში მოდულის ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად;
** მოდულის განვითარების მიზნით სიახლეებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია SAP (B1) SD მოდულის კარგი ცოდნა;
** აუცილებელია SQL (query) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია SAP (R3) ცოდნა;
** SAP (S4) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი/დედლაინებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - SAP (B1) SD მოდულის კონსულტანტი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |