www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

"Apart Group"-ში შემავალი სამშენებლო კომპანია აპარტ ქონსთრაქშენი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესების მართვა
** შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების საჭიროების განსაზღვრა და მოთხოვნა.
** შესრულებული სამუშაოს აქტების მომზადება (ე.წ. ფორმა 2)
** ობიექტზე მომუშავე პერსონალის ზედამხედველობა და მათთვის სამუშაოების მიზნობრივად გადანაწილება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით სახელფასო ტაბელის შედგენა.
** ობიექტზე მომუშავე პერსონალის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტების დროულად წარდგენის უზრუნველყოფა.
** მიღებული, გათავისუფლებული და გადაადგილებული პერსონალის დოკუმენტაციის მოგროვება და კომუნიკაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან
** მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
** სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან მუშაობა
** Ms Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, Excel კარგად ცოდნა
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალური
** კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები
** გუნდის მართვის უნარი
** დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 29 თებერვლისა.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება.
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამუშაოთა მწარმოებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |