www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ქართული კაპიტალით შექმნილი სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ემსახურება როგორც კერძო პირებს, ასევე კომპანიებს. ოპერირების დაწყების დღიდან უნისონი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კომპანიაა საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია ინდივიდუალური და კორპორაციული სერვისების სრული შეთავაზების პორტფელით. ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

კომპანია "უნისონი" ეძებს გუნდის ახალ წევრს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
** ხელს აწერს და/ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, პასუხისმგებელია მათი შესრულების ხარისხსა და სისწორეზე;
** კომპანიაში ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა;
** შიდა რესურსების კომპეტენციის და გამოცდილების გაზიარების, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების უზრუნველყოფა, ადგილზე სწავლების, შიდა/გარე ტრენინგების, ინსტრუქტაჟების გამოყენებაზე რეკომენდაციების მომზადება;
** კომპანიაში თანამშრომლების სტაბილურობის, მათი სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების პერიოდული ანალიზი, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ძირითადი სტატისტიკურ-ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების პერიოდულად მომზადება;
** თანამშრომლების გადინების რისკის დროული აღმოჩენა და პრევენცია;
** ორგანიზაციის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა კომპანიის ხელმძღვანელობისათვის;
** კომპანიის დეპარტამენტებს შორის პრობლემური საკითხების გადაჭრა და ურთიერთობის შესაბამისი ფორმის თაობაზე რეკომენდაციების შეთავაზება;
** კომპანიაში თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზება;
** დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტების/პროექტების მომზადება;
** კომპანიის თანამშრომელთა მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
** თითოეული თანამდებობისთვის სამუშაო აღწერილობის მომზადება;
** ახლად მიღებული თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის წარმართვა;
** თანამშრომელთა სწავლებისათვის შიდა და გარე ტრენინგების ორგანიზება;
** პროცედურების და დებულებების გაწერა, დანერგვა და შესრულებაზე კონტროლი;
** ბრძანებების, განკარგულებების, გადაწყვეტილებების, პროექტების მომზადება, შეთანხმება და დასამტკიცებლად წარდგენა;
** კომპანიის სერვერის ადმინისტრირება;
** ყოველთვიური სახელფასო ფაილის მომზადებაში ჩართულობა და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
** მობილური კავშირგაბმულობის კორპორაციული ქსელის მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;
** კომპანიის თანამშრომელთა სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვაზე (self.ge) კონტროლი;
** თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება, ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ყველა პროცესის ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება და კარგი კომუნიკაცია;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |