www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: Paybox
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

"PAYBOX" აცხადებს ვაკანსიას სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
პოზიციის მიზანია სააგენტო ქსელის და გაყიდვების ზრდა.

რას გააკეთებ:

** მიიღებ ტექნიკურ დეტალებს, აღრიცხავ და უზრუნველყოფ უკან დაბრუნებას;
** გააკეთებ ტერმინალების ნაწილების რეალიზებას;
** ზემოთ ჩამოთვლილ სერვისებზე აწარმოებ დოკუმენტაციას;
** აქტიური კომუნიკაცია გექნება ბუღალტერიასთან და საწყობთან;
** კომუნიკაცია გექნება აგენტებთან და დაეხმარები პრობლემების მოგვარებაში;
** მოცემული დავალებების მიხედვით აწარმოებ რეპორტინგს.

აუცილებელია/სასურველია გქონდეს:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |