www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრონული ტენდერების განყოფილების ხელმძღვანელი, მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას VIP მომსახურების დეპარტამენტში, გამარტივებული ელექტრონული ტენდერების და ელექტრონული ტენდერების განყოფილების ხელმძღვანელისა და მენეჯერის მიმართულებით, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 12 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** უფასო კვებას;
** FitPass ბარათს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** ახალ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მომხმარებლების მოთხოვნების განსაზღვრა;
** წარმატებული გაყიდვების უზრუნველყოფა;
** კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** დარწმუნებისა და მოლაპარაკებების კარგი უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მათემატიკური უნარები;
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** აუცილებელია გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებში და ელექტრონულ ტენდერებში უშუალოდ მონაწილეობის გამოცდილება.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |