www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Burki Castle & Cellar
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ყვარელში მდებარე 40 ნომრიანი სასტუმრო "Burki Castle & Cellar" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სასტუმროში 26 ოთახი და 14 ინდივიდუალური კოტეჯია. კომპლექსში სტუმრები ასევე ისარგებლებენ ღია საცურაო აუზით, ბარით, ტერასით და რესტორნით, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, ასევე მარნით და სხვადასხვა გასართობი აქტივობების სივრცეებით.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების/ცვლის მართვა
** სალარო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების დაცვა
** მონაწილეობა დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგის პროცესში
** სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** სტუმართმოყვარე და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა
** შრომის დაცვის წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი
** დროული რეაგირება ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში და სათანადო განყოფილებებისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდება
** სხვა დავალებების შესრულება, რომელთაც დაავალებს უშუალო ხელმძღვანელი ან მმართველი გუნდი სასტუმროს მუშაობის მოთხოვნებიდან გამომდინარე
** დაესწროს მენეჯერის მიერ მითითებულ თათბირებსა და ტრენინგებს
** მოერგოს მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც აუცილებელია სტუმრების უწყვეტი მომსახურებისთვის
** მუდმივად ეცადოს აიმაღლოს პროფესიონალიზმი
** ჰქონდეს როტაციის უნარი თითოეულ (აუთლეტზე) კვების და სასმელების ობიექტზე
** გაგებით მოეკიდოს შესაძლო ცვლილებებს სხვა ცვლაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბიზნეს მოთხოვნილებებიდან
** შეასრულოს მენეჯერის სხვა დავალებები

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კვების ობიექტების მართვის სისტემის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ფლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობას

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას
** ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** საჭიროების შემთხვევაში განთავსებას

სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი

თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: natali.sokhadze@gmail.com და დანიშნულებაში ჩაწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"Burki Castle & Cellar" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |